![](https://mediapress.ge/wp-content/uploads/2019/09/trampi_20_05_03.jpg)
შეერთებული შტატების პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონგრესში მიიწვიეს. დონალდ ტრამპს მიწვევის წერილი წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხელმძღვანელმა გაუგზავნა. თუ პრეზიდენტი 4 დეკემბერს დაგეგმილ მოსმენაზე მივა, კონგრესს მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობა მიეცემა.
ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა მიწვევას შტატების პრეზიდენტი. კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენები უკვე მესამე კვირაა გრძელდება.