1,707 წაკითხვა
„ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება, მართალია ეს იყო ცალმხრივი დაპირება და არა ხელშეკრულება, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს და 24 ივნისს გავეკეთეთ განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ეს იყო ჩემი ინიციატივა, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ“ – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში.
მისი თქმით, ამით დაზიანდა გუნდი და ის განიცდის, რომ ამბობს და ვერ აკეთებს.
„ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ ან ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული საკითხი არ მახსენდება ამ 7 წლის განმავლობაში, რაც არ შევასრულეთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.