წეღან მოვისმინე – ვეტერანებს, არ ვიცი რა ჯგუფს, მიმართვა გამოუქვეყნებიათ – ახალგაზრდებს აშინებენო – ჭკუით იყავით თორემ თქვენს ფერად თმებს ჰაერში მიმოფანტულს ვნახავთო. ეგენი რას ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას გამოესარჩლენ? არა დააზიანეს!
რამდენი ასეთი დაზიანება თვითდაზიანების აქტს გაუძლებს სახელმწიფო? სამშობლო – ქვეყანა რომ გაუძლებს ეგ ვიცი – მურვან ყრუს გაუძლო და სტალინსაც კი. ბარემ აქვე ვიტყვი – თანამედოვე ქართველ კაცებზე (უმეტესობას ვგულისხმობ) უფრო კომფორმისტი, კონიუქტურის მიმდევარი, დამფრთხალი, დაჩაჩანაკებუკი, მენტალურად გახრწნილი არსება ძნელად წარმოსადგენია. აქ მნიშვნელობა არ აქვს მათ პოლიტიკურ სიმპატიებს – რადგან რეალურად არც გააჩნიათ. ის რასაც სიმპათიით ფუთავენ ჩათლახობა და პირადი კომფორტის ზონის ფორმირებაა. როგორ არ მინდა ახალგაზრდები წლების შემდეგ მათ დაემგვანონ.
წაგებული ომების ვეტერანები “ფერადი თმების” წინააღმდეგ. ვაი, სირცხვილო.
გოჩა მირცხულავა