სააკაშვილის და ნაციონალების მმართველობისას თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვის პროცესში კორუფციულ გარიგებებზე იმდენი ინფორმაცია არსებობს და კრიმინალური საქმეების იმდენი ტომი იმტვერება პროკურატურის თაროებზე, რომ მათი ნახევარიც რომ გამოიძიონ, ბევრ ყოფილს მოუწევს ციხის ნარებზე დაჯდომა დიდი ხნით.
ახლახანს ცნობილი ორგანიზაციის Bellingcat-ს გამოძიების ყურადღების არეალში მოექცა ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ბიზნესმენი ემილიან გებრევი, რომლის მოწამვლის მცდელობაში ГРУ-ს კვალი იკვეთება.
ჩვენთვის ეს საქმე იმითაა საინტერესო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის დროს გებრევი და მისი ფირმა საქართველოში შეირაღების ექსპორტით იყო დაკავებული, რაც შეადგენდა იმ პერიოდში ბულგარეთის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული მთლიანი შეიარაღების 10%. თუმცა რა ტიპის და ხარისხის შეიარაღებაზეა საუბარი, რა ფასად და ა.შ. ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.
ზაალ ანჯაფარიძე