„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სასტიკად დამარცხდება“ – გია ბარამიძე

4,397 წაკითხვა

„ყველა გამოკვლევით, მისი რეჟიმის რეიტინგი ეცემა და ეცემა. ბოლო წლებს გადახედეთ, მუდმივად ეცემა მისი რეიტინგი, განსაკუთრებით კი ბოლო თვეების განმავლობაში“ – აცხადებს გია ბარამიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში. ბარამიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება:

„ჯერ არაფერს არ თმობს, თორემ მოუწევს. ასეც რომ იყოს და ასე მივიდეთ არჩევნებამდე, თუნდაც დღევანდელი სისტემით სასტიკად დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი. შეიძლება თვითონ აღარ აწყობს, რომ სოციოლოგია მეცნიერებად ჩათვალოს და თუ ვინმე რამე კვლევას ატარებს, აღარავის აღარ ცნობს, მაგრამ ობიექტური რეალობა ხომ სულ სხვა რაღაცაა?!

ყველა გამოკვლევით, მისი რეჟიმის რეიტინგი ეცემა და ეცემა. ბოლო წლებს გადახედეთ და მუდმივად ეცემა მისი რეიტინგი, განსაკუთრებით კი ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. საზოგადოების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინდიკატორი ხელისუფლების მყარად დგომისა და ამ საზოგადოების მხარდაჭერას გამუდმებით კარგავს.

ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც ოპოზიციისა, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ივანიშვილის რეჟიმის რეალური ჭეშმარიტი სახე. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის საბოლოო ამოცანა.

ის აუცილებლად დამარცხდება არჩევნებზე. ივანიშვილის წილი დღეს 30%-ც აღარ არის. აქეთ არის ოპოზიცია, რომლის ჯამური წილიც 70-75%-ია. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ეს მძიმე მდგომარეობა და კიდევ გააჯანჯლებს ვითარებას, როდესაც სიღარიბე, უმუშევრობა და ინფლაცია იზრდება, მით უფრო დაეცემა მათი რეიტინგი და საბოლოო ჯამში სრულ კრახს განიცდის“ – აცხადებს გია ბარამიძე.

Next Post

„ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ“ - ნიკა გვარამია

ორშ დეკ 2 , 2019
4,397 წაკითხვამთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების ვერტიკალის აზრის საპირისპიროდ, „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, – მან ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და თქვა, რომ თვითონაც და მისი ოჯახის წევრებიც რჩებიან ქვეყანაში, სადაც თავისუფლება მოიპოვეს და სადაც თავიანთი გამბედაობით ბიძინა დაამარცხეს. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე განხორციელებული ვიდეოთვალთვალის კადრები გვარამიას საქმეს თან დაურთეს და თავად გვარამიასაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ