„თავის დროზე ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ – გოგი წულაია

1,908 წაკითხვა

ქვეყანაში სამოქალაქო ომია, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა.

წულაიას თქმით, საქართველოს ახალ ტრაგედიას უმზადებენ და ქვეყანას საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ.

„ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო, ასეთი ბრძნული გამოთქმა არსებობს. მე თავის დროზე ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათ არ გაითვალისწინეს. შედეგს კი იმკიან დღეს და ეს შედეგი არის კვერცხი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას – მართეთ ქვეყანა და ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. კვერცხის ფული თუ გაქვთ დაურიგეთ კვერცხი ხალხს და ცოცხის ფული თუ გაქვთ დაურიგეთ ცოცხი დასუფთავების სამსახურს“, – განაცხადა წულაიამ.

Next Post

„ივანიშვილის ქვეყანა“ - ნინო ჯანგირაშვილი

ორშ დეკ 2 , 2019
1,908 წაკითხვა„ივანიშვილის ქვეყანა“ – ასე ასათაურებს ნინო ჯანგირაშვილი თომა ჩაგელიშვილის პოსტს: „ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო…ძალიან წარმატებული კლუბის მენეჯერი იყო ათ წელზე მეტი, მგონი 15-იც კი. ეს საბილიარდო კლუბი ქალაქის ცენტრში იყო, მიწისქვეშა სივრცეში. საზოგადოებრივ ადგიელებში სიგარეტის მოწევა რომ აიკრძალა, მაშინ დაიწყო პრობლემები… იწვალა ამ საბილიარდომ, იწვალა და გაკოტრდა… ამ ჩემმა მეგობარმა იყიდა მანქანა სატაქსაოდ. მერსედესი, მრგვალფარებიანი. მისდა სამწუხაროდ ლურჯი. […]

შესაძლოა მოგეწონოთ