„ნიკა მელია დეპუტატი ვეღარ იქნება“ – დავით უსუფაშვილი

2,462 წაკითხვა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი „ყველა შემთხვევაში“ უნდა განიხილოს.

როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ის დეპუტატი ვეღარ იქნება.

„კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაშინ შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრობა. სასჯელს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს 8-წლიანი პატიმრობა, შეიძლება იყოს ჯარიმა, მაგრამ თუ დამნაშავედაა ცნობილი პარლამენტის მოქმედი წევრი, მაშინ პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

Next Post

„ახლა გასაგებია, ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?“

ორშ დეკ 2 , 2019
2,462 წაკითხვაგთავაზობთ ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გუჯა ბიძიას სახელითაა რეგისტრირებული: „კარგი, ჩემო ბატონო, სხვანაირად ვიტყვი მაშინ.. უფრო სწორედ, ჩემს მაგივრად ციფრებმა ისაუბრონ, რომ მივხვდეთ, თუ რა არის ქართული პოლიტიკა. “ეროვნული ფორუმი”, ხომ გახსოვთ ასეთი პარტია? როგორ არ გემახსოვრებათ, მისი ლიდერი დღეს ანეგდოტების ტოპათეულშია. და სულ ტყუილად, ხელფასი რომ იცოდეთ მისი, დიახ, ხელფასი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანეგდოტის გმირი ის […]