„ახლა გასაგებია, ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?“

11,473 წაკითხვა

გთავაზობთ ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გუჯა ბიძიას სახელითაა რეგისტრირებული:

„კარგი, ჩემო ბატონო, სხვანაირად ვიტყვი მაშინ..
უფრო სწორედ, ჩემს მაგივრად ციფრებმა ისაუბრონ, რომ მივხვდეთ, თუ რა არის ქართული პოლიტიკა.
“ეროვნული ფორუმი”, ხომ გახსოვთ ასეთი პარტია? როგორ არ გემახსოვრებათ, მისი ლიდერი დღეს ანეგდოტების ტოპათეულშია. და სულ ტყუილად, ხელფასი რომ იცოდეთ მისი, დიახ, ხელფასი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანეგდოტის გმირი ის კი არა, ჩვენ გამოვალთ..
რამდენი აქვს და 21000 ლარი.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი რას მოძრაობს ასეთს არ ვიცი, მაგრამ 30000 ლარს კი ღებულობს , და ისიც ბიუჯეტიდან. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 27500 ლარი ყოფილა. დარღვეულია გენდერი აშკარად. მაგრამ საქართველოს “ევროპული დემოკრატების” უფროსს 42000 ლარი ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ევროპულია მაინც. “დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” დირექტორი, 12500 ლარიანია თვეში. დაჩაგრეს ე.დ.პ -ს გენმდივანი 7500 ლარი აქვს. ახალ მემარჯვენეებს – 8250 ლარი. სემიჩკის ფულია, ხო. ლეიბორისტების ლიდერი, პატივცემული შალვა,12386 ლარიანია ყოველთვიურად. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” უფროსს სამართლიანობაში 4000 ლარი მიაკუთვნეს . “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელს სტაბილურად უხდიან 12750 ლარს, და რა კონსერვისთვის ჩიორტ ევო ზნაეტ.
და აბა, ახლა მოემზადეთ, დაჯექით, თუ დგახართ. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო” 56875 ლარიანი ყოფილა თვეში, წარმოიდგინეთ, მართლა რომ გადაარჩინოს ტყემალაძემ მრეწველობა , რამდენს მოითხოვს ხელფასს?
ნაცმოძრაობის ადმინისტრაციის უფროსს 18000 აძლევენ ხელზე, რესპუბლიკელების მთავარ უფროსს, 16800 ლარს და “ოცნების” ამბები გითხრათ? გავაგრძელო?
რაღა გავაგრძელო , მიხვდით, ხომ? ყველა პარტიას, რომელიც კი ოდესმე იყო პარლამენტში , პაჟიზნენი, დიახ, სიცოცხლის ბოლომდე, ხელფასი აქვს გამოწერილი და მას მე და თქვენ, ჩვენი ჯიბედან ვიხდით.
და ახლა გასაგებია , ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?
ეს კია ალბათ, გასაგები, მაგრამ თქვენ რატომ იკლავთ თავს პარტიებისთვის, მომკალით და არ მესმის“.

Next Post

„აი, რას მიაღწიეთ პოლიტიკოსებმა, ასე რომ შეეშვით მეომრებს“ - ლალი ცერაძე

ორშ დეკ 2 , 2019
11,473 წაკითხვასახელმწიფოს ანგრევენ და ისევ მეომრებს ედავებიან?! არა პოლიტიკოსებს, არა ჟურნალისტებს, არა ყველა მთავრობის და პარლემენტის წევრებს, არა ხაზინის ქურდებს, არავითარ შემთხვევაში თავის თავს, მხოლოდ პატრიოტ მეომრებს… ქაოსი რომ არ უნდოდათ იმიტომ ჩააბარეს ერთ დროს იარაღი და ახლა კი უყურებენ კუკუები როგორ ანგრევენ ქვეყანას, ხატებით მსახარაობენ, შვიშტოკებით უშტვენენ, ქაღალდის თვითმფრინავებს აფრენენ და ტიტლიკანები დარბიან რუსთაველზე გინებით. აი, რას მიაღწიეთ პოლიტიკოსებმა, […]