სახელმწიფო – კორპორაცია არ არის! სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტარიუმი პრინციპულად გასხვავდება
კორპორაციის მართვის ინსტრუმენტარიუმისგან! რატომ??! სახელმწიფოს და კორპორაციას სხვადასხვა ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი და ამ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტისათვის სულ სხვადასხვა მიდგომებია(სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტებია) საჭირო.
კორპორაციის მმართველის (ანუ უმაღლესი მენეჯერის) მენტალიტეტი
დიამეტრალურად განსხვავდება
სახელმწიფოს მართვისათვის აუცილებელი მენტალიტეტისაგან და პროფესიული ცოდნისაგან, რადგან სახელმწიფო მართვა პროფესიულ პოლიტიკურ მიდგომასა (რაც კორპორაციაში არ არსებობს) და სხვადასხვა სფეროს წმინდა პროფესიული ცოდნების საჭირო მიმართულებით წარმართვას მოითხოვს.
ხელისუფლების უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე კომერციული სტრუქტურის მენეჯერების მენტალიტეტისა და ცოდნის ხალხი არ ვარგიან!
საქართველოს ეროვნული ბანკი –
არ არის კომერციული ბანკი!
ისინი დიამეტრალურად განსხვავედებიან ერთმანეთისაგან…
მათ წინაშე სხვადასხვა ამოცანები დგას და ეს ამოცანები დიამეტრალურად განსხვავებული მეთოდებით წყდება.
კომერციული ბანკის გამოცდილების მქონე ხალხს ეროვნულ ბანკში არაფერი ესაქმებათ!
ანბანურ რამეებზე ვსაუბრობ ამ
დილეტანტიზმით,
უპასუხისმგებლობითა და უცოდინარობით წალეკილ ქვეყანაში.