ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შედეგები

1,860 წაკითხვა

რუსეთში ვიზიტად მყოფი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით:

„განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსეთის მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ნორმალიზაციის სურვილი, ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში უფრო საპასუხისმგებო მიდგომა გამოავლინონ რუსეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მოსკოვში ამ პროცესებს საქართველოს საშინაო საქმედ განიხილავენ“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ რელიზში.

 

Next Post

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს

პარ დეკ 6 , 2019
1,860 წაკითხვასაფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის „გრუ-ს“ 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული – 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ. 15 აგენტს შორის არიან […]

შესაძლოა მოგეწონოთ