საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს

1,496 წაკითხვა

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის „გრუ-ს“ 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული – 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ.

15 აგენტს შორის არიან ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის საქმეში ფიგურირებენ.

დანაყოფი 29155 დივერსიებისა და მკვლელობების ორგანიზებასთან არის დაკავშირებული. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული 15 წევრი საფრანგეთის ალპებიდან სხვადასხვა ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა და საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდა.

იპნ

Next Post

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარ დეკ 6 , 2019
1,496 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა. სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის […]

შესაძლოა მოგეწონოთ