„ქართული ოცნების“ ტესტი – ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს

1,890 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას მიეძღვნება.

„ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას“, — განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Next Post

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

შაბ დეკ 7 , 2019
1,890 წაკითხვაფილმ „მანდარინები“-ს რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ზაზა ურუშაძე 53 წლის იყო. multimedia.ge უსამძიმრებს ზაზ აურუშაძის ოჯახსა და მეგობრებს.