„არ ვიცი, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი“ – კალაძე „რუსთავი2“-ის საქმეზე

138 Views

„არ ვიცი, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„არ ვიცი, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ჩვენ ყველა ვალდებულებები ვართ, დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით და ყველა ვალდებულნი ვიყავით, დავემორჩილებოდით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლაც. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პატივი უნდა ვცეთ სასამართლო გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული არც არის და არც მომავალში იქნება. ვერავინ გაბედავს იმას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ“

კვი ივლ 21 , 2019
138 Views “სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შაბათის კურიერში გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც. “ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს […]