„ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან“

1,911 წაკითხვა

ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარ ლამენტის შენობაში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

„თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი. მარტივი საკითხია. მეტი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

Next Post

„ეს ძალიან სახიფათოა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ..“ - მამუკა არეშიძე

ორშ დეკ 9 , 2019
1,911 წაკითხვა„რაც ქვეყანაში ხდება, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, უკვე ჩანს მოქალაქეთა ნაწილის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნიშნები. ბოლო ხანს მივეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თბილისში და ექოსავით ისმოდა აქა-იქ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მთელ საქართველოს მოედება“ – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „აღარ მოვყვები ყველა იმ უბედურებას, რაც შემდგომ გადავიტანეთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უპირველესად, პოლიტ-ელიტის […]

შესაძლოა მოგეწონოთ