„ქართული ოცნება“ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედზეა, მას ხალხში მხარდაჭერა, დიდი ხანია, აღარ აქვს“- აცხადებს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რცხილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს:
„ვფიქრობ, ივანიშვილისთვის ეს პარტია ახლა ბალასტი უფროა. ალბათ სჯობს, დაშალოს „ოცნება“ და ახალი ძალა შექმნას, ე. წ. „ძველი გვარდიის“ დახმარებით. გამოაცხადოს, რომ მან ჩამოიცილა „სოროსელები“, რომლებიც მას ქვეყნის მართვაში უშლიდნენ ხელს, რომ ჰყავდა მოღალატეები და ახლა ხალხის გვერდით დგება. მიუხედავად ყველა ტყუილი დაპირებისა მისი მხრიდან, რაც აქამდე იყო, ხალხი მაინც მას დაუდგება გვერდით“- აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
შეგახსენებთ, რომ სრული ინტერვიუ, გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში მომავალ ოთხშაბათს გამოქვეყნდება.