„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე“

1,456 წაკითხვა

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, პირველ რიგში, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, ამისი მაგალითი გვქონდა დღესაც, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.

ის ამავე კონტექსტში ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა და მათ ჯანმრთელობა და მეტი გამარჯვება უსურვა.

„ის, რაც ხდება დღეს ბაგრამის საავაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი, სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ტერორისტები, თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით დასრულდა თუ არა ოპერაცია, მაგრამ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც,“ – განაცხადა გახარიამ.

 

Next Post

„პრეზიდენტს ცუდი და დამამცირებელი არაფერი უთქვამს და აი, რატომ..“ - დემურ გიორხელიძე

ოთხ დეკ 11 , 2019
1,456 წაკითხვაანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე პრეზიდენტის მიერ ქართულ ჯარზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება: რომელ ომში აპირებს საქართველოო გამარჯვებას?! რომელი საუკუნეა?! პასეიზმი – გონების დამბლაა… საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ცუდი და დამამცირებელი უთქვამს… და აი, რატომ: (ა) ის ჯარი, რაც საქართველოს ყავს, – ცხადია, მას აქვს ფუნქცია და იგი ამ ფუნქციას ასრულებს (იხ. მისი მოქმედების არეალი დღემდე). მაგრამ ეს ჯარი ვერასდროს დაიცავს […]

შესაძლოა მოგეწონოთ