„პრეზიდენტს ცუდი და დამამცირებელი არაფერი უთქვამს და აი, რატომ..“ – დემურ გიორხელიძე

6,603 წაკითხვა

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე პრეზიდენტის მიერ ქართულ ჯარზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება:

რომელ ომში აპირებს საქართველოო გამარჯვებას?!

რომელი საუკუნეა?!
პასეიზმი – გონების დამბლაა…

საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ცუდი
და დამამცირებელი უთქვამს…

და აი, რატომ:
(ა) ის ჯარი, რაც საქართველოს ყავს, – ცხადია, მას აქვს ფუნქცია და იგი ამ ფუნქციას ასრულებს (იხ. მისი მოქმედების არეალი დღემდე).

მაგრამ ეს ჯარი ვერასდროს დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლად,თუ ქვეყნის მიმართ აგრესია განხორციელდაება (ნებისმიერი მხრიდან).

ამ ჯარს დამოუკიდებლად რეგიონალურ კონფლიქტში მონაწილეობის რესურსი არასდროს ექნება, ბიუჯეტის 80%-იც რომ ახარჯო ყოველწლიურად.
ამიტომ ვაშა-პატრიოტული გონებასუსტობა საშიში ფენომენია!

(ბ) არასდროს ექნება იარაღი!
დიახ, არასდროს ექნება თანამედროვე “გონიერი იარაღი”, რადგან ამას არასდროს არავინ მოგცემს – ვადაგასულსა და დრომოჭმულს შენი “მეგობარიც” და “არამეგობარიც” უამრავს მოგყიდის – ეს ბიზნესია ბრიყვების გარემოსთვის.

რატომ არ გვექნება?!

იმიტომ, რომ ასეთ იარაღს ის ქვეყნები ქმნიან, ვისაც ამის უნარი და სურვილი და სამეცნიერო-საინჟინრო ინტელექტი და საგანმანათლებლო სისტემა აქვს.

თუ ეს ქვეყნები გარეთ რაიმეს ყიდიან, მხოლოდ დროში აცილებულად (იხ. პუნქტი (ბ) და…

ამ იარაღს იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ხელისუფლებები თვლიან რომ “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს” და რომლის “პროფესურა” ამ იდიოტიზმისათვის “კადრებს ამზადებს, –
ვერასდროს შექმნის და ვერასდროს დაეუფლება…

ახლა მიდით და ლანძღეთ ადამიანი, რომელმაც ღიად და დაუფარავად თქვა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იცის მისი თქმის გარეშეც…

რაც თქვა, მხოლოდ საქართველოში არ იციან და ბოლში გახვეულნი ვერც ამჩნევენ.

რატომ ბოლში?!
ბოლში გახვეული, ცხოვრება იოლდება…
ბევრი რამ არ ჩანს, მით უფრო,
როცა არაფერი გინდა დაინახო…

 

Next Post

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?

ხუთ დეკ 12 , 2019
6,603 წაკითხვასოსო მანჯავიძე განმარტავს, თუ რისი თქმა სურდა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ჯართან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია: „რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა? “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ” ამ ფრაზის […]