პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

„ლელოს“ წევრები, მათ შორის კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას ცდილობდნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი, რასაც მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ისინი სკანდირებენ: „სირცხვილია“, „სირცხვილია“.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს არც ერთი კანდიდატი არ უნდა გამწესდეს, რადგან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენცის კრიტერიუმებს.

„გვინდა, რომ პარლამენტში შევიდეთ კანონის ყველა ნორმის დაცვით, დაშვებულია საშვები. ჩვენს გარდა აქ არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. კომიტეტის სხდომა ღიაა, თუმცა აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც არ გვაძლევენ შესვლის საშუალებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ipn.ge

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *