„ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, გადაუარეს თავზე, ვის უნდა ასეთი ნდობის მანდატი“

1,892 წაკითხვა

მივმართავ მოსამართლეობის კანდიდატებს, სასწრაფოდ თქვით, რომ თქვენ აღარ გინდათ, კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას ამ მძიმე არჩევანის, მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელია პარლამენტში განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზში, შესვენების დროს მანდატურებმა იძალადეს ჟურნალისტებზე.

„რაც იურიდიულ კომიტეტში ხდება, არის საშინელება. ამ ფონზე ჟურნალისტებს რომ გადაუვლი, ფიზიკურად იძალადებ, ამ ძალადობით თუ უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის კენჭისყრა და ნდობის გამოცხადება, ვის რად უნდა ასეთ სამართალი, ასეთი ნდობის მანდატი. მივმართავ იმ 19-ვე კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ თქვენ აღარ გინდათ, რომ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას ამ მძიმე არჩევანის და მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე. რად ღირს მათი ლეგიტიმაცია, როცა თქვენ არ გენდობათ ამ პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც უფლება აქვს, ილაპარაკოს იმ ადამიანების სახელით, ვინც იბრძოდა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის. ასეთ ფონზე ღირს მათი უზენაესში გამწესება? ან უღირს „ქართულ ოცნებას“? უღირთ ამ ფონზე კენჭისყრის ჩატარება? იმაზე უარესად იქცევიან, ვისაც თითქოსდა ემიჯნებიან. იმათ იმის ტვინი მაინც ჰქონდათ, რომ ამხელა პროტესტის ფონზე უკან დაეხიათ. ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანას ავარიდოთ ის ხიფათი, რომელიც ამ უგუნური გადაწყვეტილებით ემუქრება. ეს ამ ქვეყნის მომავალს ეხება. არ შეიძლება, ამხელა წინააღმდეგობის ფონზე მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც სამართალი უნდა დაადგინონ. პირდაპირ ძალადობენ ჟურნალისტებზე, გადაუარეს თავზე, განსხვავებული მოსაზრების მოსმენა არ უნდათ. რა იყო აქ ასეთ მიუღებელი, რომ წყობიდან გამოვიდნენ“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

Next Post

„კრემლისთვის სასარგებლო იდიოტი“ და რუსეთის პასუხი „ნატო“-ს - ყველაფერი საიუბილეო სამიტის შესახებ

ხუთ დეკ 12 , 2019
1,892 წაკითხვაპრობლემა, რომელმაც სერიოზულად შეაწუხა ევროატლანტიკური სივრცე, არც მეტი, არც ნაკლები ნატოს არსებობაა. ორგანიზაცია 70 წლის წინათ შეიქმნა საბჭოთა კავშირის „აგრესიისგან“ ევროპის კონტინენტის დასაცავად. ამ ხნის განმავლობაში მან ევროპასა და მსოფლიოს დაანახა საკუთარი სურვილები, ევროპის უსაფრთხოების დაცვის საქმეში და არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს. სხვას ვერაფერს ვიტყვით ჩრდილო აფრიკის არაბული სახელმწიფოს ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე. ნატო, საბჭოთა „აგრესიის“ შემაკავებელი, […]

შესაძლოა მოგეწონოთ