ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

7,463 წაკითხვა

2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. „ფაზის ოილის“ დირექტორის, გია შავდიას განცხადებით,  ქარხნის მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად,  საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

„დღევანდელლი ჩვენი ბიუჯეტი სამასი მილიონ დოლარს შეადგენს. ქარხანა გადაამუშავებს 4 მილიონ 200 ათას ტონა ნედლეულს. საქართველო დღესდღეობით მოიხმარს მხოლოდ მილიონ სამასი ათასს, ანუ სამჯერ უფრო მეტი წარმოება ექნება ქარხანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. ჩვენი გათვლებით, საწვავის ფასი 15-20%-ით დაიკლებს და რაც ყველაზე უფრო მთავარია, საწვავის ხარისხი იქნება უმაღლესი „ევრო 5“ და „ევრო 6“-ის სტანდარტის. ქარხნის იდეოლოგია ეყრდნობა იმას, რომ ის არ იქნება მიბმული არავითარ ქვეყანაზე. გარდა ამისა, პროდუქცია ევროპის ქვეყნებშიც იქნება რეალიზებული“, – განაცხადა გია შავდიამ.

კომპანია Deloitte & Touch-ის წარმომადგენლის განცხადბით, „პროექტი არის გარკვეულწილად ეკო-მეგობრული, ამ პროექტის მსგავსი, რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ არის, მათ შორის, არც თურქეთში.

ამასთან, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმოს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე.

„ჩვენ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი და ეს არის პოლიტიკა, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპულ მიდგომებთან. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გვაქვს და შესაბამისად, კომპანიას ეს გაცნობიერებული აქვს და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტების საწარმო მოწყობა და მშენებლობა მოხდება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია „Deloitte & Touche“ ახორციელებს.

მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

Next Post

„ქვეყანა აქოთდა“ - სოსო მანჯავიძე

ხუთ დეკ 12 , 2019
7,463 წაკითხვააქამდე ხომ საინფორმაციო სიმყრალეს აფრქვევდნენ, ახლა პირდაპირ მყრალი ნივთიერებების გამოყენება დაიწყეს. არის ასეთი პატარა ცხოველი-სკუნსი. მისი ჯირკვლებიდან გამოფრქვეულ მყრალ ნივთიერებას ვერცერთი არსება ვერ უძლებს. ამ პოლიტიკურ სკუნსთან თანაცხოვრებამ,  ანუ კოჰაბიტაციამ ოცნება ზნეობრივი და პოლიტიკური ყნოსვის ატროფიით დაავადმყოფა. ქვეყანა აქოთდა. მაგრამ საინფორმაციო შხამები საკმარისად არ მოეჩვენა “ევროპულ(!) საქართველოს. ამიტომ პირდაპირ ქიმიურ ომზე გადავიდნენ. ეს არის იმ აბსურდის მატერიალიზაცია, რომელმაც მოიცვა […]