ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

1,145 Views

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. გიგა ბოკერიას თქმით, პროკურატურაში ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. 

„არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხჰყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა“ – განაცხადა ბოკერიამ.

 

Next Post

„გიგა ბოკერიას დაკავებას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვება“

ორშ დეკ 16 , 2019
1,145 Viewsპარტია „ევროპული საქართველო“- ს წევრ ელენე ხოშტარიას თქმით, გიგა ბოკერიას დაკავებას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვება, ამის შესახებ მან „მთავარი არხი“-ს ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს.  

mediapress.ge@gmail.com