პარტია „ევროპული საქართველო“- ს წევრ ელენე ხოშტარიას თქმით, გიგა ბოკერიას დაკავებას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვება, ამის შესახებ მან „მთავარი არხი“-ს ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს.