„ეს შეიძლება დიდი, ძალიან დიდი პროცესების დასაწყისად იქცეს“

2,552 წაკითხვა

ვაჟა გაფრინდაშვილი იმიტომ არის მაგარი კაცი, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული და 9 ნოემბრამდე “მოხატული საზღვარი” გადღაბნა.

იცით, რა აგიჟებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს?!
რა და, – გამოჩნდა ერთი ქართველი კაცი, რომელმაც ხელი არ მოაწერა, არ აღიარა სახელმწიფო საზღვარი შუაგულ ქართლში!

აქამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, – დაატყვევებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღიარებინებდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, გადაახდევინებდნენ 2000 რუბლს და გამოუშვებდნენ.
აქ 2000 რუბლი არ არის მთავარი!
მათთვის მთავარი ის აღიარებაა!
საქართველოს მოქალაქეები აღიარებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს არა როკის გვირაბთან, არამედ ქართლის გულში!
ფურცელ-ფურცელ აგროვებდნენ ამ აღიარებებს, ვაჟა გაფრინდაშვილმა კი ეს საოკუპაციო წესი დაარღვია, რითაც მთლიანად ამოატრიალა საოკუპაციო რეალობა!

თუკი აქამდე ჩვენ სხვა სახელმწიფოებს ვთხოვდით, არ ეღიარებინათ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”, არადა ჩვენივე მოქალაქეები აღიარებდნენ “სახელმწიფო საზღვრის დარღვევის” აღიარებით, ახლა უკვე ახალი წესი მოქმედებს!

9 ნოემბრიდან საქართველოში ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო!
ეს შეიძლება დიდი, ძალიან დიდი პროცესების დასაწყისად იქცეს!

აქამდე არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ გაემეორებინა გურამ გაბესკირიას საოცარი სიტყვები, – Никогда в жизни! (არასოდეს ცხოვრებაში!)
ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა!
თქვა და ხელი არ მოაწერა სახელმწიფო საზღვრის აღიარებას!
აი, ამიტომ არის მაგარი კაცი!

P. S. არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს იმათ, ვინც ამგვარი “დანაშაული” აღიარა, ვამუნათებდე. უბრალოდ, ერთმა ექიმმა შეძლო და გააკეთა ის, რაზეც აქამდე არავის უფიქრია.

ბონდო მძინარაშვილი

 

Next Post

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს

ოთხ დეკ 18 , 2019
2,552 წაკითხვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას, „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, […]