სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს

1,731 წაკითხვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას, „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მოზარდი გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იპნ

Next Post

„ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობოებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნათქვამს უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი“

ხუთ დეკ 19 , 2019
1,731 წაკითხვადღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, არავინ იფიქროს, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება. „მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ, როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები. ჩვენც […]