ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის დაჭრასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ირკვევა. აღნიშნულ ინფორმაციას kvira.ge ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ვერაზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტიკა ჰქონდა და ერთ-ერთი ვერსიით, მას კონფლიქტი სწორედ საკუთარ დამსაქმებლთან მოუხდა, ჩხუბის დროს კი ის მძიმედ დაჭრეს.

თუმცა, ინციდენტის შესახებ ამ დროისთვის სხვადასხვა ვერსიაც ვრცელდება. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტკის ერთი-ერთი თანამშრომელი შემთხვევასთან დაკავშირებით “კვირასთან” დეტალებს ყვება. მისი განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და დაჭრილი ცოტნე გამსახურდია შენიშნა, რის შემდეგაც მანვე აღმოუჩინა პირველადი დახმარება.

“ჩხუბი იყო, ხმაური…მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ გამიგია… ჩხუბი და ხმაური იყო… ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო იქ… როცა გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ცოტნე დაჭრილი იყო კისრის არეში. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ის გონზე აღარ იყო…ჩვენს ხელში ჩაიკეცა. რაც ვიცი, ერთი ჭრილობა აქვს და თავი აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები, როგორც ვიცი, გაქცეულები არიან, არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით, ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია…მეტი არაფერი ვიცი“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *