„სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ“

“სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შაბათის კურიერში გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც.

“ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო “რუსთავი 2,” ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის.

“სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული,”- აცხადებს ოქრუაშვილი.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა მან გარკვეული ზეწოლა თანხების მოსაპოვებლად, იმ ადამიანებზე, ვინც ფული გადაიხადა, ოქრუაშვილი პასუხობს:

“ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ “მე ფული მომთხოვეს.”

რუსთავი2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ეკა ბესელია, „რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს

კვი ივლ 21 , 2019
წაკითხვა: 391 „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და პოლიტიკური პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” დამფუძნებელი ეკა ბესელია, “რუსთავი2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს. „ვაკვირდები მოვლენებს… ვაანალიზებ… ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში.  სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო , რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი! “რუსთავი 2” დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს! ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების […]