„ქვეყანაში არის კრიმინალური ქაოსი, ანარქია და არ არსებობს აღარც სახელმწიფო“

1,864 წაკითხვა

ქვეყანაში არის კრიმინალური ქაოსი, ანარქია და არ არსებობს აღარც სახელმწიფო, აღარც მთავრობა და აღარც სამართალი,- ასე აფასებს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური. მან ეს განცხადება “ინტერპრესნიუსთან” მე-9 საავადმყოფოში გააკეთა, სადაც ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

” ამ ვითარებაში ყველას აქვს თავის სამართალი. ვისაც აქვს ვენდეტის, ანგარიშსწორების სურვილი, ყველა ეს ადამიანი გამოდის და უსწორებს ანგარიშს თანამოქალაქეებს. ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ კრიმინალური ანარქია არ ირჩევს თავის მსხვერპლს. კრიმინალური ქაოსი და კრიმინალური ანარქია შეიძლება შემდეგ მიადგეს ნებისმიერ მოქალაქეს. ამიტომ, როცა არ არსებობს სახელმწიფო, არსებობს ალტერნატიული სამართალი და ეს ნიშნავს იმას, რასაც ვხედავთ, სუიციდს, მკვლელობას,დაჭრას, თავდასხმას, გატაცებას, სარდაფში ჩაყვანას, ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელშიც საუბედუროდ, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. მომხდარზე ვრცელდება გარკვეული ვერსიები, თუმცა, ვერაფერს ვიტყვი დადასტურებით, არც ერთია ისეთი, რომელზეც შეიძლება დაბეჯითებით თქმა იმის, რომ ეს მართლაც ასე მოხდა. ერთადერთი რაც ვიცით, არის ის, რომ მოხდა თავდასხმა, დაზიანებულია გული, თავი, ფილტვი და მიმდინარეობს მძიმე ოპერაცია, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი მეგობრის გადასარჩენად”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში დაჭრეს და ის დაახლოებით 2 საათის წინ მე- 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერ-ჯერობით სამედიცინო კლინიკის ექიმებს მისი მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ipn.ge

Next Post

„არა, ესენი ძალიან გონებაჩლუნგები არიან!“ - ბონდო მძინარაშვილი

ხუთ დეკ 19 , 2019
1,864 წაკითხვაღმერთო, რა უგუნურებაა! ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან სააკაშვილის ზონდერ-ბიჭუნები მისდევენ და ეუბნებიან, – ამერიკაში რატომ არ საუბრობთ, რომ საქართველოში ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობააო?! ამათ წერა-კითხვა იციან საერთოდ?! რაც პლაკატებზე უწერიათ, იმ დონეს არ ვგულისხმობ. არა, ესენი ძალიან გონებაჩლუნგები არიან! წარმოიდგინეთ, საქართველო სახელმწიფოს წარმომადგენელი როგორ დადის ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში და როგორ ლაპარაკობს, მე იმ ქვეყანას […]