ცოტნე გამსახურდიას მეორე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

2,123 წაკითხვა

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია თავზე უტარდება.

„გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც- დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას. ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება. ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ინტრაკრანიალური​ ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრიცი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის”,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Next Post

ცოტნე გამსახურდიას შესაძლოა ოპერაცია კიდევ დასჭირდეს - ექიმის კომენტარი

პარ დეკ 20 , 2019
2,123 წაკითხვამიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას 7 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე. “პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის […]