თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან

2,271 წაკითხვა

თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

“ჩხუბი იყო, ხმაური, მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო, ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი, ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ დაჭრილი კისრის არეში იყო. სასწრაფო როცა მოვიდა, გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი , გაქცეულები არიან. არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით , ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ, ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია, არ ვიცი”,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ipn

Next Post

Time Tracking Software For Employees

პარ დეკ 20 , 2019
2,271 წაკითხვა Content Easily Track Time On The Go Time Tracking Apps For All Devices Who Uses Quickbooks Time For Employee Time Tracking? Simplify Your Business With The #1 Time Tracking Software* Easily Track Time On The Go Time Tracking Apps For All Devices Advanced accounting Scale smarter with profitability insights. Inventory management New Grow your product-based business with an […]