ბიძინა ივანიშვილი ახალ ოპოზიციურ ძალას ქმნის?

3,219 წაკითხვა

შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ახალი ოპოზიციური ძალა შექმნას. ამის შესახებ სააგენტი „ნიუსფრონტი“ წერს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ განხეთქილებას სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ:

«ნიუსფრონტის» მიერ გამოკითხული სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა «ქართული ოცნების» გაყოფის გზით.

სავარაუდოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში მოხდება მმართველი ძალის ორად გაყოფა, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით. მოსამართლეების შერჩევით, პროპორციული სისტემის ჩაგდებით და ბიძინას სხვა ოინებით «უკმაყოფილოები» ოპოზიციის როლს შეასრულებენ, დანარჩენები კი სახელისუფლებო პარტიაში დარჩებიან.

ხელისუფლების მომხრეები პრემიერ გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანდებიან, ოპოზიციონერები კი — თბილისის მერის, კახი კალაძის გარშემო.

«ნიუსფრონტის» წყაროს მტკიცებით, «ნაციონალები» და მათი სატელიტი პარტიები ამ გეგმებზე მეტ-ნაკლებად ინფორმირებულნი არიან და სწორედ ამიტომ იმყოფებიან ისტერიულ მდგომარეობაში — «ნაცები» კარგავენ «მთავარი ოპოზიციის» სტატუსს, თუკი ივანიშვილის სავარაუდო გეგმა სისრულეში იქნა მოყვანილი.

თუ ეს სქემა რეალობად იქცა, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც უფრო ლოგიკური გახდება.

 

Next Post

სუფრაზე დაპირისპირება ცოტნეს ღვინის გამო დაწყებულა-ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები

კვი დეკ 22 , 2019
3,219 წაკითხვაპირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს […]