„ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი“ – მამუკა ხაზარაძე

ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კომპანია „ფეისბუქის“ მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის წაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებებს მფარველობენ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ.

„ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არა მხოლოდ ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი, არამედ უნდა გასცეს სერიოზული პასუხი 20 ივნისის საქმეზე, პასუხი უნდა გასცეს პროკურატურას, რომელიც კიდევ არ იძიებს იმ წერილის შესახებ, რომელიც მან ჩვენ გამოგვიგზავნა, შესაბამისად, ასეთი კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც მფარველობენ სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებებს, ამ შემთხვევაში ბოტებს და ტროლებს და ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ, ასეთი ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ ქართულ ხელისუფლებასა და პოლიტიკას“,- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.

„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში,- ნათქვამია კომპანია „ფეიბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *