ეკა ბესელია, „რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და პოლიტიკური პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” დამფუძნებელი ეკა ბესელია, “რუსთავი2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.

„ვაკვირდები მოვლენებს… ვაანალიზებ… ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში.  სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო , რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი!
“რუსთავი 2” დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს!

ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების კვალდაკვალ გაჩნდება ახალახალი სარჩელები, ახალ ახალი მეპატრონეები, თუ მსურველები.
( ახლა არ შევდივარ რა როგორ მოხდა. მახსოვს და ბევრი რამ ვიცი ამ თემაზეც…)

და ვიდრე ეს ახალ ახალი ბრძოლის ეტაპები არ დასრულდება, ეს ნიშანი იქნება , რომ არ სრულდება არც ერთი ხელისუფლების ავი ზრახვა აკონტროლოს მედია!

ახლა ყველა ვაკვირდებით შეიცვლის თუ არა ფერს ,, რუსთავი 2″ ისე, როგორც იცვალა ტელე ,, იმედმა,, ( გული მწყდება როცა მახსენდება რამდენი ვიბრძოლეთ ,, იმედის,, ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის)

ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა- როგორი იქნება ეს ტელევიზია??
ახლა საჭიროა არა პიროვნული სარკმლიდან ვუმზიროთ და ვზომოთ რა როგორ ჯობია, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად , არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირადად , როგორც ,, რუსთავი 2 ” -ს ( როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა)არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!

არ მაძლევს პიროვნული სისუსტე და არც გამივლია გულში – ახია ! არ მინდა საკუთარ თავში ასეთი სისუსტე ვიპოვო და კარგად მესმის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია არა სახელი, თუ ვინაა მეპატრონე, არამედ შინაარსი რაც დევს მეპატრონეში!

შინაარსი კი უნდა იყოს არა მორიგი მსახურის ძებნა ხელისუფლების სახით- არამედ ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა ! ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!

ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყების სრული ასპარეზი.

სხვა დანარჩენი :ვისი რა არის და როდის რა იყო- ეს კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება.
ქართულმა სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე…

სასამართლოს კლანის მარწუხებიდან გათავისუფლების ბრძოლაში, ასევე ვაფასებ ამ ტელევიზიის როლს და ამასაც ვერ დავივიწყებ. ახლა და აქ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მთავარია მედიის დამოუკიდებლობა, თავისუფლება , ეთიკურობა და სიმართლე.
ეს ქვეყანას ჭირდება !

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს( საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!”– ამბობს ეკა ბესელია.


წყარო: Multimedia.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„იკვეთება თაღლითობის ნიშნები ქიბარ ხალვაშის მხრიდან“ - შალვა შავგულიძე

ორშ ივლ 22 , 2019
წაკითხვა: 296 „2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება. შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება. „ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ იკვეთება მე, რა თქმა […]