„ისეთ კამპანიას ავტეხავ ჯერ რომ არც მოგლანდებიათ“ – მაკა რაზმაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს

6,081 წაკითხვა

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს:

„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მივმართავ: არსებობს ფეისბუკზე გვერდი, რომელიც თქვენი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითაა დაკავებული და ჰქვია „ქოცების დასაცინი ოფიციალური გვერდი“ . არ ვიცი რა ნამდვილობა ამოიცნო ასეთი ფეისბუკმა, რომ ე.წ. ტროლ-ბოტების წაშლის ცნობილი კამპანიის მერე ეს გვერდი გადარჩა და უფრო გაშმაგებით ამუშავდა. არავის უკვირს სამწუხაროდ ამ სივრცეში აღარც ლანძღვა და აღარც ზღვარგადასული შეურაცხყოფა, მაგრამ ეს გვერდი ყველა ზღვარს გასცდა.

დაუდიათ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის ფოტო და ზედ წაუწერიათ -„ახლა ეს ღამის ქოთანი გამოაგორესო“… მოგმართავთ ახლავე წაიშალოს ეს სამარცხვინო პოსტი თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ ჯერ რომ არც მოგლანდებიათ! ადამიანის უფლებები მხოლოდ საკუთარი გადასახედის ფარგლებში ვრცელდება? მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას ამ სამარცხვინო საქციელზე. არ ვდებ შეგნებულად სქრინს და ველოდები რეაგირებას“ – წერს მაკა რაზმაძე.

 

Next Post

გავრილოვის წლად „მონათლული“ 2019 - კიდევ ერთი საოცნებო წლის დასასრული

ორშ დეკ 23 , 2019
6,081 წაკითხვასაქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ფაუნით მდიდარ აფრიკის ქვეყნებს გვაგონებს — მტაცებელი ცხოველების მიერ ნადავლის წაგლეჯისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებით. ისტორიას ბარდება 2019 წელი — მოსახლეობის გაღატაკების, მომავლის უიმედობით აღსავსე, პოლიტიკური დაპირისპირების, ურთიერთის უნდობლობის წელი. გამადიდებელი შუშითაც რომ გადაავლო თვალი განვლილ 12 თვეს, გაგიჭირდება ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ გაკეთებულის აღმოჩენა, ისეთის, მოსახლეობის ყოველდღიურობას ოდნავ შეღავათს რომ მისცემდა. რასაც შეამჩნევ — ხელისუფლების თავის ქებაა […]

შესაძლოა მოგეწონოთ