„ნუ ვიქნებით უცხო ქვეყნებიდან მართული გახრწნილი პოლიტიკოსების იმედზე“ – ზაურ ნაჭყებია

2,112 წაკითხვა

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ერი ღრმა სასაოწარკვეთილებაში ჩავარდეს და მასში უიმედობის განცდა კიდევ უფრო გაღრმავდეს!

ფაქტია, რომ საქართველოს სულიერი ველი დაბინძურებულია და მის გასუფთავებაზე არავინ ზრუნავს, მათ შორის, არც ეკლესიაც!

სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ შემოგვრჩა ერთი ავტორიტეტიც კი, ვინც ერს ომახიანად შემოსძახებს და გამოაფხიზლებს კიდეც…

გვახსოვს, თავის დროზე როგორი გეგმაზომიერი და ტოტალური შეტევა დაიწყეს ერის ავტორიტეტებზე და ბოლომდე დაამსხვრიეს კიდეც!

ახალგაზრდებში სუიციდის გახშირება, საზარელი მკვლელობები, ანგარიშსწორებები ყოფით ნიადაგზე, გაძლიერებული შური, ბოღმა, ურთიერთგაუტანლობა, სწორედ ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი მუდმივი ქაოსის შედეგია.

ნუ ვიქნებით უცხო ქვეყნებიდან მართული გახრწნილი პოლიტიკოსების (შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლების) იმედზე.ისინი მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ფუნქციას ასრულებენ და კიდევ უფრო აღრმავებენ უფსკრულს, საითკენაც მიექანება ქვეყანა!

ვაღიაროთ ისიც, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ურწმუნოებისა და ჩვენივე უმოქმედობის ბრალია და ჩვენს გარდა, არც არავინაა, ვინც ქართველ ერს სწორ რელსებზე დააყენებს….

უკვე სიფხიზლეც არ გვიშველის-აქტიური მოქმედების დროა!

ზაურ ნაჭყებია

Next Post

ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სამ დეკ 24 , 2019
2,112 წაკითხვასაკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა. ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის […]