ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

1,671 წაკითხვა

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა.

ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

ipn

Next Post

იაპონელი ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო დახმარებას გაუწევენ

სამ დეკ 24 , 2019
1,671 წაკითხვაოთხშაბათს, 25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგაადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.  პროექტის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში მივლინებით გამოგზავნის JICA-ს მოხალისეებს, რომლებსაც შეეძლებათ დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს განათლების, სპორტის, […]