ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგაადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში მივლინებით გამოგზავნის JICA-ს მოხალისეებს, რომლებსაც შეეძლებათ დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.
1965 წელს დაფუძნებული JICA-ს მოხალისეების პროგრამის ფარგლებში დღემდე 50,000-ზე მეტი იაპონელი მოხალისე იქნა მივლინებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე ქვეყანაში. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობს 2,000-მდე იაპონელი მოხალისე.