„იკვეთება თაღლითობის ნიშნები ქიბარ ხალვაშის მხრიდან“ – შალვა შავგულიძე

„2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება.
შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება.

„ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ იკვეთება მე, რა თქმა უნდა, ამას დადასტურებით არ ვამბობ, მსჯელობის საგნად მინდა გახდეს, აქ იკვეთება თაღლითობის ნიშნები, ქიბარ ხალვაშის მხრიდან. თუ იქნება სათანადო საჩივარი წარდგენილი პროკურატურაში და პროკურატურა იმსჯელებს ამაზე, შეიძლება გამოიკვეთოს ეს დანაშაული და ქიბარ ხალვაშის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს იქნება ახლადაღმოჩენილი გარემოება სამოქალაქო წესით უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა “რუსთავი 2″-ის წილები და ის გახდა მესაკუთრე,” -აცხადებს შალვა შავგულიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„თუ ასე გაგრძელდა, მეგობარი ქვეყანა კლასიკურ ოკუპანტად გადაიქცევა“

ორშ ივლ 22 , 2019
წაკითხვა: 240 „თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. სასულიერო პირის განცხადებით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა. მისივე თქმით, მონასტერში შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს. „სტაბილური მდგომარეობა არანაირად არ არის, ჩამორთმეული გვაქვს მონასტერში […]