„ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს“ – ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს

2,143 წაკითხვა

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე გუშინ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სამართალდამცავმა ორგანომ უპრეცენდენტოდ მსხვილი ნარკოკარტელი გამოავლინა.

„ეს არის ის ნივთიერება, რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცენდენტო რაოდენობა – იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ…“
ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დააზიენებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგენლებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს.

აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება რომლიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარქტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს – ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშუალებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!“ – წერს ნარკოლოგი.

შეგახსენებთ, შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა – დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

მარშალპრესი

Next Post

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მოვა იმიტომ, რომ..“

შაბ დეკ 28 , 2019
2,143 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელს ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ მათ არ იცნობდა ხალხი! „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მოვა იმიტომ, რომ მათ იცნობს ხალხი! თან, – კარგად იცნობს, ძალიან კარგად! მათაც და მათ მოდგმასაც! ბონდო მძინარაშვილი    

შესაძლოა მოგეწონოთ