„ქართული ოცნება” ოფიციალურად გაურიგდა ძალადობრივ სისტემას და დაზავდა მასთან“ – ეკა ბესელია

1,952 წაკითხვა

27 დეკემბერს , ზუსტად 1 წლის წინ დავტოვე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა!
რა მოხდა ამით?
შევაჩერე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 კაციანი უმძიმესი სია !
გადაწყდა რომ ჩინჩალაძე არ იქნებოდა ახალ სიაში!
გადაწყდა რომ შევიმუშავებდით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს და პროცესი გახდებოდა საჯარო!
1 წელი უზენაესი სასამართლო -კლანის მიერ ოკუპაციას გადაურჩა!
გაიხსნა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და 1 წელი გრძელდებოდა კანდიდატების შერჩევა!
გაერთიანდა ყველა ამ თემის ირგვლივ და ითხოვდა სანდო და სამართლიან მოსამართლეებს.
დეკემბრის ბოლოს , ,,ქართული ოცნება” ოფიციალურად გაურიგდა წარსულის ძალადობრივ სისტემას და დაზავდა მასთან!

ყველაფერი ცხადია!
ახლა მომავალზე ვიფიქროთ და 20!20 ში აწმყო+ წარსული შევცვალოთ!

ეკა ბესელია

Next Post

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

შაბ დეკ 28 , 2019
1,952 წაკითხვაექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს: „საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.  20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა […]

შესაძლოა მოგეწონოთ