
„მე ამ წუთას ხეობაში ვიმყოფები იმისათვის, რომ ჩემი ძმისშვილისთვის ციხეში შესაგზავნი პროდუქტი ავიღო. მათ დრო იხელთეს და აიღეს კარავი“ – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე კარვების აღების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება მერიის თანამშრომელთა პოზიციას იმის შესახებ, რომ კარვის აღებაზე მაჩალიკაშვილთან შეთანხმება არსებობდა, ის აცხადებს, რომ ტყუიან.
„ტყუიან! მათ მე დამირეკეს დღის სამ საათზე, როცა უკვე ხეობაში ვიმყოფებოდი. მითხრეს, რომ იმ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ადგილი უნდა მოეწყოთ. მე დავთანხმდი, აეღოთ პატარა კარვები. თუმცა კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ ხელი არ ეხლოთ ჩემი კარვისთვის და ბანერისთვის. მათ ეს მაინც გააკეთეს. ხვალ მე ჩამოვალ. კარავიც და ბანერიც ადგილზე დაბრუნდება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“ – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.