„თუ ასე გაგრძელდა, მეგობარი ქვეყანა კლასიკურ ოკუპანტად გადაიქცევა“

„თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

სასულიერო პირის განცხადებით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა. მისივე თქმით, მონასტერში შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს.

„სტაბილური მდგომარეობა არანაირად არ არის, ჩამორთმეული გვაქვს მონასტერში შესვლის უფლება. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, მე არც სახელმწიფო ვარ და არც ძალოვანი სტრუქტურები მექვემდებარებიან, რომ ავიდე და დავიკავო მონასტერი, რომელიც აბსოლუტურად ჩვენია. თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად. ამას თუ ვერ აფიქსირებენ ან აზერბაიჯანის ან ჩვენს მხარეს, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს სახელმწიფოებრივ და ერებს შორის ურთიერთობაში. ჩვენს მესაზღვრეებსაც კი არ შეუძლიათ მონასტერში შესვლა, არა თუ მამაოს, მომლოცველს ან ტურისტს“,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„თუ სახელმწიფოს დავუჯერებთ და მოვუსმენთ, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობენ და საჭმელს არ ჭამენ, ფაქტობრივად, წელებზე ფეხს იდგამენ, მაგრამ საქმეს არაფერი ეტყობა. სიტყვა ერთია, რომ ხალხი დაამშვიდონ თავიანთი კონკრეტული კომენტარებით და საბოლოო ჯამში ფაქტი ისაა, რომ საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ipn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

ჟონგლიორობა ლოზუნგებით - მოსკოვმა მიზანს მიაღწია, ჩვენ?

ორშ ივლ 22 , 2019
წაკითხვა: 79 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების პირველმა ნაწილმა, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა — შვება მოჰგვარა საზოგადოებას,  განსაკუთრებით ბიზნესს. მეორე ნაწილმა — საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, გულისწყრომა და გაღიზიანება გამოიწვია ქართველ მეცნიერებაში და არა მარტო. პრესაში გაჩნდა ვრცელი სტატიები სათაურებით: „საქართველოს ისტორიის გაყალბება დანაშაულია“, „ამაოდ ეძებენ რუსები საფუძველს, ვითომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის“ და სხვა. ქართველი მეცნიერები, […]

შესაძლოა მოგეწონოთ