1,610 წაკითხვა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საიდანაც დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა კარვები აიღეს, საბავშვო ატრაქციონები დადგეს.
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღება დღეს ღამით დაიწყო.
ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები და მოძრაობების „შეცვალე“, „სირცხვილია“ წევრები.
ადგილზე მისულებმა კარვების განმეორებით დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.