„სამსხვერპლო ცხვრებივით ვწირავთ ადამიანების, და რაც ყველაზე სავალალოა, ბავშვების ჯანმრთელობას“

ევროპული ცივილიზაციის შეჭრამ ავსტრალიელი აბორიგენები ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო, ალკოჰოლიზმი და ტოქსიკომანია იმდენად გავრცელდა მათ შორის,რომ ავსტრალიის მთავრობამ სპეცილური ღონისძიებები შეიმუშავა ზიანის შესამცირებლად. ასე მაგალითად, ხშირი იყო შუშის ბოთლებით თვითდაზიანებები,რისი თავიდან ასაცილებლად ვისკის პოლიეთილენის ჭურჭელში ჩამოსხმა დაიწყეს, ხოლო მანქანებზე ბენზინის ავზებს გასაღებები დაუყენეს,რომ ტოქსიკომანებისთვის შეეზღუდათ ბენზინის ანაორთქლის ჩასუნთქვის შესაძლებლობა.
წლიდან -წლამდე ვხედავთ სურათს,რომ საახალწლოდ ადამიანები ზიანდებიან პეტარდებით,ყველამ წინასწარ იცის,რომ ასეთი სურათი დაგვიდგება და ამ უაზრო ჩვეულების ინერციის კერპს სამსხვერპლო ცხვრებივით ვწირავთ ადამინების, და რაც ყველაზე სავალალოა, ბავშვების ჯანმრთელობას.
წელს 81 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, ბევრი მათგანი უმძიმესი დაზიანებებით.
და, რა?
ვითომც აქ არაფერი.
თუ ავსტრალიის ანგლოსაქურმა მთავრობამ ასეთი ღონისძიებები გაატარა აბორიგენების დასაცავად, რა გვიშლის ჩვენ ხელს, რომ შევწყვიტოთ ეს უაზრო, მანიაკალური ჩვევა?
აცტეკები ხომ არ ვართ რომ ყოველ წელს სისხლიანი მსხვერპლით აღვნიშნოთ ახალი წელი?
და, საერთოდ, დროა გავანებოთ თავი ამ ზიზილ-პიპლოებით, ბახა-ბუხით და უცხოელების უნიჭო ბაძვით ხალხის და ერთმანეთის გასულელებას, საბიუჯეტო ფულის ფლანგვას და კულტურულად და ღირსეულად აღვნიშნოთ დღესასასწაული.

სოსო მანჯავიძე

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *