„შორენა თეთრუაშვილია პატრიარქი? რას ნიშნავს ამ უვიცი ადამიანის ეს განცხადება“

2,472 წაკითხვა

სალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლივი სივრციდან. შორენა თეთრუაშვილია პატრიარქი? რას ნიშნავს ამ მართლაც უვიცი ადამიანის ეს განცხადება: “პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას”. გამოდის რომ იგი არც კი გასცნობია საქმეს. დეკანოზ მამალაძეს საქმეში არაფერია პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე. საქართველოს მთავრობა, “მცხეთის სერობის” შემდეგ სულ გეუბნებოდით, რომ მაგ შეხვედრაზე თქვენ დაგამარცხეს. ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რაოდენ ეპოქალური მნიშვნელობის არ უნდა იყოს იგი, თავისი პოლიტიკური გამჭრიახობითა, ალღოთი, ცბიერებით ვერ გაუტოლდება საქართველოს პატრიარქს. ეს “არ შეწყალება” თქვენი განაჩენია! დეკანოზი მამალაძე კი დღეიდან საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პირადი პატიმარი გახლავთ! სალომე ზურაბიშვილის ზემოთ მოყვანილი ციტატა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში მისაღებ გადაწყვეტილებაში იქნება უმნიშვნელოვანესი. პოლიციელის (სახელმწიფოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი უმთავრესი გარანტორის) მკვლელის შეწალება შეიძლება და შეთითხნილი ბრალდებით – პატრიარქ შორებას “ანგარებით” მკვლელობაში ბრალდებულის – არა! ეს უკვე სახელმწიფო არ გახლავთ არც ერთი ატრიბუტით, ეს სარაიაა, ხუხულაა. ველოდები იუსტიციის მინისტრის განმარტებას – პრეზიდენტის განცხადებაზე – საქართველოს ხელყოფაზე. მგონი მისი და ყოფილი პრემიერის ტექსის გადამღერებაა ეს. ანუ საპატრიარქოში დაწერილი ტექსტის.

გოჩა მირცხულავა

Next Post

„დღემდე ვერიდებოდი ამ თემას, მაგრამ მამალაძის ძმის გამოსვლა იმდენად მარაზმი იყო ვეღარ მოვითმინე!“

ორშ იან 6 , 2020
2,472 წაკითხვაიურისტი ინგა ბერიკაშვილი პრეზიდენტის საშობაო შეწყალების აქტზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის კომენტარს სოციალური ქსელით ეხმაურება. ბერიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღემდე ვერიდებოდი ამ თემას, მაგრამ მამალაძის ძმის გამოსვლა იმდენად დიდი მარაზმი იყო ვეღარ მოვითმინე! სამართლიანი გადაწყვეტილებაა და არავისზე მეტი არაა ეგ ფარისეველი გიორგი მამაოდ წოდებული, რომ გამონაკლისი დაშვებულიყო! მისი სახეა მისი დეგენერატი ძმა, რომელსაც ვუსმედი ეხლა და ჩვეულებრივი […]