„ამ დროს დავყრიდი ყველაფერს, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში“

2,311 წაკითხვა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები თითოეული ქართველის სიმდიდრის პოტენციური წყაროა.
გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში,
ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად ერთ საათში.
არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის.
ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი.
გაჩერდა ის პროექტები რომლებიც მე დავიწყე სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა
ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე მაგარი ევროპაში როგორც მინიმუმ!
უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროები ჩამოვიტანეთ. გააჩერეს გზებიც, გააჩერეს ყველაფერი კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო.
არადა, სადაც არის მთის კურორტი იქ შეუძლებელია ხალხი იყოს ღარიბი. არც სვანეთში არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება,
არც გუდაურში, არც ბაკურიანში, ყველგან სადაც არის სათხილამურო ტრასები ყველგან ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება!
ჩემი გათვლებით 2019-ისთვის 2012-თან შედარებით უნდა რვაჯერ გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა.
აქ ძალიან ცოტა ზრდა არის. ეს ყველაფერი პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ივანიშვილს, რომელმაც პირადი ბოღმის და სიხარბის გამო უნდა ფასი დაუგდოს
ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არი ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვკარგავთ შემოსავლებს და ვკარგავთ პერსპექტივას, ლამის ბოლო შემოსავლის წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის.

მიხეილ სააკაშვილი

Next Post

„მოსახლეობის " დატროლვა" რომ ვიღუპებით და ხსნა რუსეთშია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“

სამ იან 7 , 2020
2,311 წაკითხვამსჯელობაში და შეფასებაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგალითად, თავს მოვიაზრებთ იმ რეგიონში, რომლის მხოლოდ მეზობელი ვართ და იქ მიმდინარე პროცესებში არც სამხედრო, არც ეკონომიურ და არც გეოგრაფიულ თვალსაზრისით ჩართული არ ვართ და ძალიანაც რომ მოვინდომოთ ვერ ჩავერთვებით. ამიტომ მოსახლეობის ” დატროლვა” რომ იქ სიტუაციის გართულება ან შანსია საქართველოსთვის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდეს ( პროდასვლელი ნაცარქექიები) ან ვიღუპებით და ხსნა რუსეთშია […]

შესაძლოა მოგეწონოთ