„მოსახლეობის ” დატროლვა” რომ ვიღუპებით და ხსნა რუსეთშია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“

2,220 წაკითხვა

მსჯელობაში და შეფასებაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგალითად, თავს მოვიაზრებთ იმ რეგიონში, რომლის მხოლოდ მეზობელი ვართ და იქ მიმდინარე პროცესებში არც სამხედრო, არც ეკონომიურ და არც გეოგრაფიულ თვალსაზრისით ჩართული არ ვართ და ძალიანაც რომ მოვინდომოთ ვერ ჩავერთვებით. ამიტომ მოსახლეობის ” დატროლვა” რომ იქ სიტუაციის გართულება ან შანსია საქართველოსთვის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი გახდეს ( პროდასვლელი ნაცარქექიები) ან ვიღუპებით და ხსნა რუსეთშია ( მანქურთები ) ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. პ.ს. აშშ- ს გადასახედიდან ისედაც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ვართ, ამას დამატებით არც მიწისძვრა ჭირდება და არც ომი, უბრალოდ განვითარება გვაკლია რომ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვიყოთ ჩვენი გადასახედიდანაც. ჩვენს რომ ვამბობ პასუხისმგებლიან და სერიოზულ მოქალაქეებს ვგულისხმობ, ქვეყნის.

Next Post

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ოთხ იან 8 , 2020
2,220 წაკითხვაირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის […]