ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

1,229 წაკითხვა

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ზარალის შეფასების მიზნით შესაბამისი მუშაობა ხორციელდება. ყველა საჭირო ზომას მივმართავთ რეგიონში აშშ-ის პერსონალის, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად,“- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

მისივე თქმით, შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა – ალ-ასადი და ირბილი იყო.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ipn

 

 

 

Next Post

რას ემსახურებოდა ირანელი გენერლის მკვლელობა - ფარისეველი ტრამპი

ხუთ იან 9 , 2020
1,229 წაკითხვაირანის მიმართ, პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, მუდამ იყო ნეგატიურად განწყობილი. იმთავითვე ნათელი იყო, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ უდავოდ შეცვლიდა წინამორბედი ობამას შემრიგებლურ პოლიტიკას, რამაც ამერიკას გადააყლაპვინა 40-წლიანი წყენა ისლამური რესპუბლიკის არსებობის პირველი დღეებიდან განცდილი, თეირანში აშშ-ს საელჩოს მრავალთვიან ალყაში მოქცევით, 52 ამერიკელი დიპლომატის გამომწყვდევით გამოწვეული. ობამას ადმინისტრაციამ გადადგა საღი, მსოფლიოსთვის სასარგებლო ნაბიჯი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, გერმანიასთან ერთად, ხანგრძლივი […]

შესაძლოა მოგეწონოთ