რას ემსახურებოდა ირანელი გენერლის მკვლელობა – ფარისეველი ტრამპი

1,815 წაკითხვა

ირანის მიმართ, პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, მუდამ იყო ნეგატიურად განწყობილი. იმთავითვე ნათელი იყო, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ უდავოდ შეცვლიდა წინამორბედი ობამას შემრიგებლურ პოლიტიკას, რამაც ამერიკას გადააყლაპვინა 40-წლიანი წყენა ისლამური რესპუბლიკის არსებობის პირველი დღეებიდან განცდილი, თეირანში აშშ-ს საელჩოს მრავალთვიან ალყაში მოქცევით, 52 ამერიკელი დიპლომატის გამომწყვდევით გამოწვეული.

ობამას ადმინისტრაციამ გადადგა საღი, მსოფლიოსთვის სასარგებლო ნაბიჯი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, გერმანიასთან ერთად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ირანი წყვეტდა ბირთვული კვლევის ლაბორატორიებში ურანის გამდიდრებას ისეთ დონემდე, რომელიც შორს იქნებოდა ბირთვული ბომბის შექმნისგან. ნაცვლად ამისა აშშ-ი და მისი მოკავშირეები მოხსნიდნენ ირანის წინააღმდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ხელშეკრულებამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ისრაელის ხელისუფლება — ირანის მტერი ქვეყანა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციას აზრი ვერ შეაცვლევინა. რაც შეეხება ობამას შემცვლელ ტრამპთან, ისრაელმა თავისი გაიტანა, თუმცა გასატანიც იოლი ჰქონდა, თვით ტრამპის ანტიირანული პოზიციიდან გამომდინარე, ისე, როგორც პრეზიდენტის ოჯახის.

ტრამპის სიძე, ივანკას მეუღლე, ორთოდოქსი იუდეველია, ქალიშვილმაც შეიცვალა აღმსარებლობა. ტრამპის, მისი ოჯახის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს, აშშ-ი მცხოვრები გავლენიანი ებრაელების პოლიტიკური პლატფორმა ერთ სიბრტყეზე განთავსდა — მას ანტიირანული პლატფორმა ჰქვია. ბოლო სამი წელია უტევენ ისინი ირანს — უწესებენ ახალ-ახალ სანქციებს, უწოდებენ ტერორისტულ ქვეყანას და სხვა.

მართლაც, დიდი ფარისევლობაა ტერორიზმის წინააღმდეგ სიტყვით, საქმით მებრძოლ ქვეყანას ტერორიზმი დასწამო და ამ საბაბით საიქიოს გაისტუმრო თანამედროვე მსოფლიოს უსერიოზულესი გამოწვევა — ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ყასემ სოლეიმანი.  უფრო მეტიც, საკუთარი ბოსის დასაცავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყველგან ჩამორეკა — მოკავშირეთა დარწმუნების სურვილით, რომ გენერალი სოლეიმანი იმიტომ მოიშორეს თავიდან, ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპასა და აშშ-ი; რომ ტრამპმა გადაარჩინა ევროპა სოლეიმანისეული ტერორისტული თავდასხმებიდან.

ცინიზმიც ამას ჰქვია. საჰაერო თავდასხმამ, რომელმაც ყასემ სოლეიმანი შეიწირა, აზრთა მკვეთრი განსხვავება გამოიწვია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აშშ-ს ევროპულ მოკავშირეებში. მათ, აშშ-ს მოქმედება ისე არ შეაფასეს, როგორსაც ტრამპი ისურვებდა. უფრო მეტიც, შეშფოთება გამოთქვეს რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ფუნდამენტის შერყევაში. დიალოგი და მხოლოდ დიპლომატიური დიალოგი დაპირისპირებულ მხარეთა შესარიგებლად — ასეთია მათი მოწოდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

პოლიტოლოგი

Next Post

„ტრამპი გამოვიდა, დაიმუქრა და გავიდა - ამერიკელებმა კუდი ამოიძუეს“- ანდრეი მედვედევი

ხუთ იან 9 , 2020
1,815 წაკითხვამათ, ვინც ირანის «უკბილო» პასუხზე საუბრობენ და წინასწარი გარიგების საფუძველზე განხორციელებულ დარტყმებს ვარაუდობენ, როგორც ჩანს, ვერაფერი გაუგიათ, რა ხდება. ირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა. რეგიონალურმა მოთამაშემ, სანქციებით გარიყულმა ირანმა სამხედრო ბაზები ბირთვულ სახელმწიფოს დაუბომბა. ამერიკელებმა კუდი ამოიძუეს. ეს იმით გამოიხატა, რომ ტრამპი გამოვიდა, პირობა დადო, სანქციებს დავაწესებო, დაიმუქრა და გავიდა. მოკლედ, დაწვრილმანდა. თქვენ წარმოიდგინეთ მსგავსი სიტუაცია ოცი წლის წინ. 1999/2000 […]