„ტრამპი გამოვიდა, დაიმუქრა და გავიდა – ამერიკელებმა კუდი ამოიძუეს“- ანდრეი მედვედევი

1,769 წაკითხვა

მათ, ვინც ირანის «უკბილო» პასუხზე საუბრობენ და წინასწარი გარიგების საფუძველზე განხორციელებულ დარტყმებს ვარაუდობენ, როგორც ჩანს, ვერაფერი გაუგიათ, რა ხდება. ირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა. რეგიონალურმა მოთამაშემ, სანქციებით გარიყულმა ირანმა სამხედრო ბაზები ბირთვულ სახელმწიფოს დაუბომბა. ამერიკელებმა კუდი ამოიძუეს.

ეს იმით გამოიხატა, რომ ტრამპი გამოვიდა, პირობა დადო, სანქციებს დავაწესებო, დაიმუქრა და გავიდა. მოკლედ, დაწვრილმანდა.

თქვენ წარმოიდგინეთ მსგავსი სიტუაცია ოცი წლის წინ. 1999/2000 წლებია და ირანი ან ირანის მსგავსად, ვინმე,  რაკეტებს უშენს ამერიკულ სამხედრო ბაზას. რამდენად მალე გამოჩნდებოდა B-52 ცაში თეირანის ცაზე? გაიხსენეთ, როგორი ვითარება იყო 20 წლის წინ იუგოსლავიაში? როგორ ხროვასავით შეესია მთელი ნატო სერბებს?

ახლა კი, თეირანმა, დიახაც, ირიბად გააფრთხილა ამერიკა დარტყმის შესახებ. გასაგებია: ბრძოლა შეიძლება, თუმცა სასურველი არ არის. უმჯობესია, საერთოდ ომის გარეშე გავიდეთ ფონს.

მაგრამ თავად ფაქტია, რომელიც ფაქტად რჩება. თეირანმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ შეუძლია, დაარტყას. და დაარტყა. ამერიკა დასჯას დაპირდა, მაგრამ სამერმისოდ.

სწორედ ეს ვითარება ხომ არ ასახავს მრავალპოლუსიანი რეალობის დადგომას?

ამერიკელები პირდაპირ პასუხს ირანს, როგორც ჩანს, ვერ გასცემენ. ისინი შეეცდებიან, ქვეყანა შიგნიდან არიონ და მათ ამის გარკვეული საშუალებები აქვთ.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ირანმა გუშინდელ ჰეგემონს კარგად ამოსცხო — თუნდაც მოლაპარაკების საფუძველზე, თუნდ მის გარეშე, მაგრამ ჭიტლაყი ჭიტლაყია.

ანდრეი მედვედევი, 

«ნიუსფრონტი»-ს რუსულენოვანი სამსახური

 

Next Post

ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს

ხუთ იან 9 , 2020
1,769 წაკითხვაშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის […]

შესაძლოა მოგეწონოთ