მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება იზრდება

2,283 წაკითხვა

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე არსებობს.

„განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Next Post

„ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი - აი ასეთ ხალხებს ასახლებს ჩვენი უწიგნურ-ლიბერასტული ხელისუფლება საქართველოში“

ხუთ იან 9 , 2020
2,283 წაკითხვაპროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ თანაავტორი და წამყვანი, ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს: „ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი !!!!! ირანი აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა 85 000 000 მცხოვრებით. ის კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და ინდორთის ოკეანეს შორისაა გაწოლილი და აზიის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს წინა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. მისი აფეთქება და საომარ რეჟიმში გადასვლა კი უდიდესი […]

შესაძლოა მოგეწონოთ